logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ვერც ვერავინ დათანხმდებოდა მათ გათავისუფლებას
მამუკა მდინარაძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ვერც ვერავინ დათანხმდებოდა მათ გათავისუფლებას
19:01 11.05.2020
"ყველა შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩატარდა, შეთანხმება იყო 120/30-ზე. ამასთან, ყველა შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი იყო ე.წ. "პოლიტპატიმრების" საკითხი და დღენიადაგ სპეკულირებდნენ ამ თემით", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ "იმედის" ეთერში.

მისი ინფორმაციით, ბოლო შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა პროპორციული და მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის შეფარდებას 120/30-ზე და იყო ზოგადი დანართი, მეორე განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, რომელსაც ასევე მოეწერა ხელი.



"არც ბოლო შეხვედრაზე და არც მანამდე ყოფილა ის ფაქტი, რომ ვინმე დაეთანხმა მათ პოლიტპატიმრების არსებობაზე. რამდენადაც საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ვერც ვერავინ დაეთანხმებოდა ამაზე. სპეკულაციაა და ტყუილია, რომ ვინმე დაეთანხმა პოლიტპატიმრის გამოშვებაზე და თითქოს თალაკვაძემ და კობახიძემ, და საერთოდ, "ქართულმა ოცნებამ" ეს თავის თავზე აიღო. შეთანხმების მეორე ნაწილში წერია, რომ მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომელიც შეიძლება აღქმული იქნას როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. აქ არ წერია პოლიტიკური პატიმარი და ვერც ეწერება, არ წერია ვინმეს გათავისულფლებ, არანაირი მინიშნებაც არ არის ამათან დაკავშირებით. ახლა გვიმტკიცებენ, რომ აქ რაც წერია, თითქოს ამისგან 180 გრადუსით განსხვავებულ შეთანხმებაზე იყო იქ საუბარი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.



მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ ამ თემის შემოტანაა სწორედ არასათანადო პოლიტიზირება საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში.



"ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და ა. შ. იჯდა და თურმე მათი თანდასწრებით შევთანხმდით იმაზე, რომ "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრებს გამოუშვებდა მაშინ, როცა "ქართული ოცნება" არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას საქართველოში. ალოგიკურ, წარმოუდგენელ რაიმეს ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხზე საუბარი იყო, ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან თანხმობის სახით გაცემული არცერთი სიტყვა, არცერთი წინადადება არ ყოფილა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპეკერმა.



მისი მოსაზრებით, ოპოზიციას შეთანხმებიდან გასვლა სურს და ამის მიზეზად მოაქვთ ეს არარსებული ფაქტი.



"ოპოზიცია რისთვის ემზადება - არჩევნებისთვის, ამ შეთანხმების აღსრულებისთვის თუ არეულობისა და დესტრუქციისთვის, ეს არის მთავარი",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, წერტილის დასასმელად კარგი იქნება, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ, დააფიქსირონ, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხრიდან თანხმობა აღნიშნულ საკითხზე.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა