logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია
გიორგი გახარია: როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია
16:22 11.05.2020
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს მხარეები შეთანხმდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი და სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

„ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომელზეც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია და ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს, გიორგი გახარიას შეფასებით, მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

„ამ ქვეყანაში მე ყველაზე დიდ პატივს ვცემ ინსტიტუტებს, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ და ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ სასამართლო პროცესები დასრულებულია და ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი, ან ვიღაც ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი საკითხები, რომელზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი, ჩემთვის ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო, თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა აეღო და მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელი და შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში ადამიანი, რომელსაც მსგავს განხილვებში შეეძლო მონაწილეობა მიეღო. ეს არის ჩემი აბსოლუტურად გულწრფელი პოზიცია. ასე, რომ ვთვლი, რომ საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი მიღწევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიზეზით პერსონალურად ჩემთვის მიუღებელია, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. კონკრეტულ სამართლებრივ კრიმინალურ საქმეებზე, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება - ან დადებითი, ან უარყოფითი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილებები ძალაშია შესული და ამის შემდგომ ვიღაც აცხადებს, რომ ამ ადამიანების გამოშვება ან არგამოშვება იყო პოლიტიკური შეთანხმების საგანი და ამ შეთანხმების დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, ეს უბრალოდ შეუძლებელია და მოვუწოდებ ყველას, ვინც მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, დაუკვირდნენ რას ამბობენ და როგორ ამბობენ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა