logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას
არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას
13:26 10.05.2020
„ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან გაუგებარი და ეს საკადრო გადაწყვეტილება, უდაოდ, ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა იმ წერილზეც, რომლითაც მან უკრაინელ კოლეგას მიმართა.

„ჩვენ მივმართეთ უკრაინის რადას, რომელმაც შემდგომ დღის წესრიგიდან მოხსნა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი და ის აღარ დაამტკიცა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური პოსტია ქვეყანაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“უკრაინის პრეზიდენტმა ამის შემდეგ ის დანიშნა საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელად და კომენტარიც მოვისმინეთ, რომ უკრაინის მთავრობა თავად წყვეტს სად დანიშნოს თავისი მოქალაქეები. მეორეს მხრივ, როცა ეს სხვა ქვეყნის მოქალაქე ყოველდღიურად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, გეგმავს დესტაბილიზაციას და დესტრუქციით არის დაკავებული, საინტერესოა, რა პოზიცია ექნება უკრაინულ მხარეს ამ შემთხვევაში. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო თვეებში, უკრაინული საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დანიშნეს რეალურად სააკაშვილის სახით რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ.

„დანიშნეს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ბიზნესის და საკუთრების „დაცვით“ და რომლის საქმიანობის შედეგადაც ბიზნესები შუაღამით იწყებენ თავისი ქონების ჩუქებას სახელმწიფოსთვის, თუ დანიშნეს ადამიანი, ვისი მთავარი სლოგანიც იყო „ყველანი ციხეში“, ან იქნებ დანიშნეს ადამიანი, ვინც „შესანიშნავად იცავს“ ადამიანის უფლებებს და ერთ დღეს არ აღმოჩნდეს, რომ ამ სფეროში არის სისტემური ჩავარდნები, ადამიანების დამცირება, წამება და პოლიტიკური დაპატიმრებები. თუ ის ადამიანი დანიშნეს, ვინც არის კარგი მეომარი, მთავარსარდალი და კრიზისების კარგი მენეჯერი - ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა