logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა
მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა
08:29 09.05.2020
„ისე მოვიქეცით, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქვეყანა, რომლის სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებული და მსჯავრდებული პირი სადღაც, რომელიმე ქვეყანაში რაღაც პოზიციას იკავებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „postv“-ის ეთერში საქართველოს ექსპრეზედენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სააკაშვილმა შექმნა ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ბიზნესსა და პოლიტიკაზე საუბრისას შეშინებულ ადამიანებს ტელეფონები გაჰქონდათ ოთახებიდან. მისივე განცხადებით, მან დანერგა ტოტალური შიში და შექმნა სისტემა, რომელიც იყო ამ შიშის საფუძველი.

„აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებებს ეთანხმება უკრაინის რადას დეპუტატთა უმრავლესობა, მათ შორის, ზელენსკის ფრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ის იქნებოდა უკრაინის ვიცეპრემიერი. გამომდინარე აქედან, რადას წევრებიც იზიარებენ მოსაზრებებს და არგუმენტებს, რომლის გამოც არ დაინიშნა და არ უნდა დანიშნულიყო პოლიტიკურ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მწვავე იქნებოდა.

„ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი. ჩვენ ამაზეც გვქონდა რეაქცია. როგორი პროპორციაცაა იმ თანამდებობასა და მის პოლიტიკურ წონას შორის, რაც არის ვიცეპრემიერსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შორის, ზუსტად ასეთი, პირდაპირპროპორციულად მსგავსი რეაქცია გვქონდა ჩვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ელჩის დაბარება კონსულტაციაზე აბსოლუტურად რელევანტური იყო. ეს მომენტი ვერ გააფუჭებს, პირველ რიგში, ხალხებს შორის ურთიერთობას. ჩვენ შევინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას უკრაინასთან, ეს ორივე ერის დაკვეთაა“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცესპიკერმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა