logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის დღეები და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალი ინიციატივა - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“
ევროპის დღეები და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალი ინიციატივა - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“
20:25 08.05.2020
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით, სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ იწყებს.

ორთვიანი კამპანია 27 ივნისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, დასრულდება.

Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეები, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღინიშნება და კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩატარდება.

დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა.

„აღნიშნული პროექტით ჩვენ გვსურს გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თბილისსა და რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვდასხვა სამიზნე ჯგუფებს ასოცირების ხელშეკრულებისა და ზოგადად, ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე. ასევე, გვინდა საზოგადოებაც ჩავრთოთ ამ პროცესში. ახალგაზრდებს კი მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთონ ჩვენს კამპანიაში, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და დაგვეხმარონ იმაში, რომ ყველას ერთად გავაგებინოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების პროცესი და რას მოგვიტანს ყველას ერთად ევროპულ ოჯახში დაბრუნება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ვებ-გვერდზე www.aa.ge დარეგისტრირების შემდეგ, სტუდენტების ხუთკაციანი ჯგუფები დაესწრებიან ონლაინ ლექციებს. ამის შემდეგ კი მათ ექნებათ ორკვირიანი ვადა, რომ თემაზე „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ მოამზადონ ესე, ან კვლევისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა და წარადგინონ ონლაინ. სამი საუკეთესო ესე პროექტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო. გამოვლინდებიან საუკეთესო კვლევითი სამოქმედო გეგმების ავტორები, რომლებიც ერთი თვის ვადაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩაატარებენ კვლევას. წარმოდგენილ პროექტებს წინასწარ შერჩეული ჟიურის წევრები შეაფასებენ. კონკურსის გამარჯვებულები კი 27 ივნისს გამოვლინდებიან.

უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, კამპანიაში ჩართვის საშუალება აქვთ სკოლის მოსწავლეებსაც (მე-9 კლასიდან ზევით). მათთვის დაგეგმილია ონლაინ საჯარო დებატებია, რომელიც გაიმართება ისეთ თემებზე, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ასოცირების შეთანხმების შედეგად საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელი სხვადასხვა სფეროებში. საჯარო დებატების შემდეგ, მასწავლებლებსა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მომხსენებელსა და გამარჯვებულ გუნდს კი გადაეცემა ჯილდო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა