logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: უკრაინის ეს ნაბიჯი არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეული საერთაშორისო წესების დარღვევაა
გიორგი ვოლსკი: უკრაინის ეს ნაბიჯი არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეული საერთაშორისო წესების დარღვევაა
19:09 08.05.2020
„გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ორმხრიი ურთიერთობა ჩმოყალიბებულია ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში და ამ გლობალურ ასპექტშ, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ გარკვეულ საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევად აღიქმება.

„უამრავი მნიშვნელოვანი თემა შემიძლია ჩამოვთვალო რაც დღეს საქართველოში ხდება, ვიდრე, მეოცეხარისხოვან პოზიციაზე სააკაშვილის გამწესება. მაგრამ არის ერთი ასპექტი, ეს არ შეეხება მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ორმხრივ ურთერთობას. ეს ორმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბებულია ძალიან მბიშვნელოვანი ფორმატის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო, კონკრეტული პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური ინტერესების დიდი ჯგუფი, (ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ცალკეული ქვეყნები), რომელთაც აქვთ თავისი დამოკიდებულება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ამ დამოკიდებულებაში, ამ ფორმატში, უკრაინას და საქართველოს საკვანძო ადგილები უკავიათ. თავის ალტერნატიული დერეფნის საკითხი, რომელსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას და საქართველოს სტრატეგიული, მთავარი მიმართულებაა. იქ ოკუპაციის თემები, რუსეთის შემოჭრა იმ სფეროში, სადაც ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენ, პირადად გაგვაჩნია სასიცოცხლო ინტერესები. ამ გლობალურ თემაში, უკრაინის ეს ნაბიჯი, არა თუ მხოლოდ არამეგობრულია, არამედ რაღაც საერთო, საერთაშორისო წესების დარღვევაა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის, რასაკვირველია არის ფორმალური დემარშიც და არის აუცილებლობაც, რათა ექსპერტების და პოლიტიკოსების გარკვეულ ჯგუფში, სპეციალური სამსახურების ფორმატში იქნეს ეს საკითხი განხილული“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა