logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: კუბილიუსის განცხადება უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია
გიორგი ვოლსკი: კუბილიუსის განცხადება უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია
18:41 08.05.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურიც.

„შეთანხმების ნაწილი ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემა ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია. აქედან გამომდინარე კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია, ასე ვთქვათ. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტული ბრალდებები მოუხსნას კონკრეტულ პიროვნებებს და რაღაცა კონიუნქტურული მოსაზრებებით ამასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმების სწრაფი შესრულება.

როგორც გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის განცხადება, ერთი მხრივ, წარმოადგენს აშკარა, ღია მხარდაჭერას იმ დემაგოგიური პოლიტიკისას, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას - ნაცმოძრაობას გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაცაა, ვინაიდან ეს არ არის თვითონ ევროპარლამენტის პოზიცია.

„ეს მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არა რაღაც პოლიტიკური მოკავშირეობა, სხვა რა უნდა არსებობდეს. მაგრამ ესოდენ დიდი გადაცდომა გარკვეული სტანდარტიდან, მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კლასტერს საკმაოდ დაბალი პოლიტიკური რესურსი გააჩნია და ამ ხაზით იქნებ როგორმე შემოიტანონ რაღაც ახალი ელემენტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს ამდენი შიდა და გარე გამოწვევების პირობებში, შიდა და გარე მტრების შემოტევების პირობებში, ემატება კიდევ ეს განცხადებაც, რომელიც ამ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, თუნდაც იყოს არაკომპეტენტური“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა