logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო - უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას
გიორგი ვოლსკი: მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო - უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას
18:06 08.05.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით პოლიტიკური კონიუნქტურა შავი ზღვის რეგიონში, ზოგადად, მსოფლიოში ყალიბდება ჩვენი ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა განპირობებულია გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით და, ამდენად, გაურკვეველია ის ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანა რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში, ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, მიუხედავად იმისა თანაც, რომ იგი არის კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბევრი შეუსაბამობაა - თვითონ პოზიციის არარსებობაც, ნაციონალური მოძრაობის გაუგებარი ჟივილ-ხივილი ამ დანიშვნით, მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ ასეთი მკაცრი უარის თქმა - ამან ყველაფერმა განაპირობა ის აუცილებლობა, რასაც ჰქვია ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევა.

„როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს თავისი საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების და ქვეყნების მიმართ. პოლიტიკური კონიუნქტურა შავი ზღვის რეგიონში და, ზოგადად, მსოფლიოში ყალიბდება ამ ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობით და ამ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა არის განპირობებული გარკვეული პრაგმატული მოსაზრებებით, და ამ სისტემაში, მით უმეტეს, გაურკვეველია ეს ნაბიჯი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის რა შედეგი დატოვა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებამ: დანაწევრებული საქართველო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უამრავი ადამიანი, ქონება, ჯანმრთელობა და ღირსებააყრილი ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, დესპოტური მმართველობის ერთპიროვნული სისტემა - აი ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი, რასაკვირველია, იმ ურთიერთობისა, რომელიც ჩვენ დღესდღეობით ჩამოგვიყალიბდა და სერიოზულად აყენებს ჩრდილს სწორედ იმ საერთაშორისო ფორმატს, რაზედაც აღვნიშნე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა