ირაკლი ბერაია: საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნათელი დადასტურებაა
ირაკლი ბერაია: საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნათელი დადასტურებაა
17:02 07.05.2020
"საქართველოსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ მიმართულებით ვხედავთ ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას და ჩვენს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება არის ამის ნათელი დადასტურება", - აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.



მისი თქმით, ბრიტანეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელთაც საერთო ღირებულებები და გამოწვევები აერთიანებს.



"ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ასევე, გვაქვს საერთო ხასიათის გამოწვევები, როგორიც არის რუსეთის უკანონო ქმედებები ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ, მაგალითად. ისეთები, როგორიცაა დეზინფორმაცია და კიბერთავდასხმები, მიზანმიმართული მკვლელობები როგორც ბრიტანეთში ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონეში. ჩვენს ქვეყნებს აქვს საერთო პრიორიტეტები როგორიცაა დემოკრატიის დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ძლიერი ნატო ისევე, როგორც მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​








ბეჭდვა