logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს
არჩილ თალაკვაძე: საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს
21:28 04.05.2020
„იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც თან პარლამენტში ირიცხება და თან პარლამენტის დისკრედიტაციით არის დაკავებული - საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს. ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პარლამენტის სხდომები უკიდურესად შეზღუდულია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქმეს და ვინ არის პოლიტიკური ინტრიგებით დაკავებული.

მისივე განცხადებით, მმართველ გუნდს კინკლაობის დრო არ აქვს.

„ძალიან ბევრი საქმეა, ბევრი მოქალაქე ელოდება ჩვენგან მხარდაჭერას და მთელი ხელისუფლება ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კოვიდ19-ის შეკავება მოხდეს ბოლომდე, ეს საფრთხე მოიხსნას და შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა და დაიბრუნოს ბევრმა ადამიანმა შემოსავალი, რომელიც დაკარგა“-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა და ის საქმიანობა შეახსენა, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პანდემიის პერიოდში ახორციელებს.

„პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს მტავრობასთან ერთად საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში და ყველა გადაწყვეტილების მიღებაში არის ჩართული, პარლამენტი წარმოდგენილია მთელი ეკონომიკური ბლოკით ეკონომიკურ საბჭოში, პარლამენტის წევრები ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონებში და მათ შორის, კარანტინი სადაც გამოცხადდა იყვნენ წინა ხაზზე, მაჟორიტარი დეპუტატები ყველა რაიონში ორგანიზებას უკეთებენ ოჯახებისთვის დახმარების მიწოდებას. ამის გარდა, ვმუშაობთ საკანონმდებლო მიმართულებით. გასაკვირი არ არის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციამ საერთოდ ვერ იპოვა თავისი თავი ამ პროცესში, ვინაიდან მათი მუშაობის მთავარი მიზანი არის, რომ ან სხვისი გაკეთებული დაანგრიონ ან სხვის გაკეთებულზე თქვან, რომ ეს არ ვარგა. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ამის დრო და ადგილი აღარ რჩება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას ახსოვს წინა ხელისუფლების მიერ მართული კრიზისი.

„ნაციონალურ მოძრაობას თავისი პარალელური სამყარო აქვს, ამბობენ, რომ კრიზისების მართვა არის მათი ნოუჰაუ. გვახსოვს ყველას მათი მართული კრიზისები. ეტყობა, ამით არიან შეწუხებული და ახლა, მიიღეს ორიგინალური გადაწყვეტილება, რომ ბოიკოტიდან გამოვიდნენ და დაბრუნდნენ პარლამენტში. მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა ამოიწურება, პარლამენტი დაუბრუნდება საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს, ჩვენ აუცილებლად გვექნება განხილვა და დისკუსია როგორც შესრულებულ სამუშაოზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა