logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კახიანი: ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს
გიორგი კახიანი: ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს
15:43 04.05.2020
როცა საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლზე საუბრობს ოპოზოცია, ეს აბსურდული და კომიკურია, რადგან ამ მოწვევის პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით არის საუკეთესო, განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტებისგან, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პარლამენტისგან, როცა ეს მექანიზმი საერთოდ არ არსებობდა“, - განაცხადა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაარ შეჩერებულა და გრძელდება, თუმცა არა იმ პირობებსა და ვითარებაში, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არის ქვეყანაში გამოცხადებული და, შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს პარლამენტიც. როცა ოპოზიცია ითხოვს, ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს საპარლამენტო საქმიანობა, კონსტიტუციაში მაინც წაიკითხონ, რა წერია მასში. იმისათვის, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს, საგანგებო მდგომარეობა უნდა მოიხსნას.მოგეხსენებათ, რომ მოვდევნო 2 კვირის განმავლობაში გადავდივართ ყველაზე მძიმე ეტაპზე. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გავრცელების ყველაზე მაღალი პერიოდი დგება. და სწორედ დღეს აცხადებს ოპოზიცია, რომ ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს. ანუ გამოდის, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თურმე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ახლა კი, როცა ყველაზე მძიმე კრიზისულ ეტაპზე გადავდივართ, ახლა გაახსენდათ საპარლამენტო კონტროლი და ჩვეულებრივ საპარლამენტო ცხოვრებაზე გადასვლა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი განმარტებით, კრიზისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღესაც პარლამენტის წევრების უშუალო მონაწილეობით მიიღება. მისი თქმით, იმ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელიც დღეს კრიზისის მართვის მთავარი ერთეულია, არიან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები. „ეკონომიკური საბჭოს მუშაობაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეეობი არიან ჩართულნი. მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ოლქებში ყოველდღიურად მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, კლინიკა არ არის დარჩენილი საქართველოში, რომ არ მისულიყვნენ და არ შეემოწმებინათ, რა მდგომარეობაა თითოეულში “, -აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის ყველა პარლამენტი დღეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და არა მარტო საქართველო.

მისი მოსაზრებით, ოპოზიციას კონსრუქციულ პროცესში ჩართვა კი არ სურს, არამედ ეს პროცესი პოლიტიკური სპექტაკლების მოსაწყობად სჭირდება.

„ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

​როცა საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლზე საუბრობს ოპოზოცია, ეს აბსურდული და კომიკურია, რადგან ამ მოწვევის პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით არის საუკეთესო, განსხვავებით წინა მოწვევის პარლამენტებისგან, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პარლამენტისგან, როცა ეს მექანიზმი საერთოდ არ არსებობდა“, - განაცხადა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაარ შეჩერებულა და გრძელდება, თუმცა არა იმ პირობებსა და ვითარებაში, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო.

„საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არის ქვეყანაში გამოცხადებული და, შესაბამისად, საგანგებო რეჟიმში ფუნქციონირებს პარლამენტიც. როცა ოპოზიცია ითხოვს, ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგეს საპარლამენტო საქმიანობა, კონსტიტუციაში მაინც წაიკითხონ, რა წერია მასში. იმისათვის, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს, საგანგებო მდგომარეობა უნდა მოიხსნას.მოგეხსენებათ, რომ მოვდევნო 2 კვირის განმავლობაში გადავდივართ ყველაზე მძიმე ეტაპზე. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გავრცელების ყველაზე მაღალი პერიოდი დგება. და სწორედ დღეს აცხადებს ოპოზიცია, რომ ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს. ანუ გამოდის, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თურმე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ახლა კი, როცა ყველაზე მძიმე კრიზისულ ეტაპზე გადავდივართ, ახლა გაახსენდათ საპარლამენტო კონტროლი და ჩვეულებრივ საპარლამენტო ცხოვრებაზე გადასვლა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი განმარტებით, კრიზისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღესაც პარლამენტის წევრების უშუალო მონაწილეობით მიიღება. მისი თქმით, იმ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელიც დღეს კრიზისის მართვის მთავარი ერთეულია, არიან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები. „ეკონომიკური საბჭოს მუშაობაში, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეეობი არიან ჩართულნი. მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ოლქებში ყოველდღიურად მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, კლინიკა არ არის დარჩენილი საქართველოში, რომ არ მისულიყვნენ და არ შეემოწმებინათ, რა მდგომარეობაა თითოეულში “, -აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, მსოფლიოს თითქმის ყველა პარლამენტი დღეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და არა მარტო საქართველო.

მისი მოსაზრებით, ოპოზიციას კონსრუქციულ პროცესში ჩართვა კი არ სურს, არამედ ეს პროცესი პოლიტიკური სპექტაკლების მოსაწყობად სჭირდება.

„ჩვენ სპექტაკლებისთვის არ გვცალია, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და, საბედნიეროდ, აქამდე ყველაფერი კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა