logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას
გიორგი გახარია: ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას
13:59 04.05.2020
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს სახელმწიფო იბრძვის ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ამ საკითხის მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს.


"დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის - ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ ეკონომიკის გახსნასა და აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწყო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში და გლობალურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკაზეც ისაუბრა.


"ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია და რის საშუალებასაც ჩვენს გვაძლევს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ის, როგორ მართავს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ჯანდაცვის სამინისტრო. მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ გამოწვევის მართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყოველ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ უკვე გადავალთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება.




დღეის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა არის 593. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვემატა 4 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 223 და სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილი 9 მოქალაქე. ჩვენს მიერ მიღებულ ყველა ნაბიჯში ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახლავთ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და იმ მონაცემების სწორი ანალიზი, რომელსაც ყოველდღიურად გვაწვდიან პროფესიონალები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა