საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის ელჩთან,
კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარება, მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა.
ევროკავშირის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგადგმულ ნაბიჯებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობას, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.