logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია
გურამ ნიკოლაშვილი: კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია
17:45 01.05.2020
ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს და ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში" ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიის "ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში" , რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის მიერ მომზადებულ ,,კრიტიკულ" წერილს ეხმიანება, სადაც ვასაძე პრობლემად ცხრილს მიიჩნევს, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტის თქმით, მხოლოდ ერთ ადგილას, ,,ტელეგრაფის" ვებგვერდზე არსებობს.





ნიკოლაშილის თქმით, კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია.



ცხრილის შექმნის პრინციპზე საუბრისას გურამ ნიკოლაშვილი თავად რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ციტატას იშველიებს, რომლის მიხედვითაც პანდემიისთვის ქველმოქმედთა ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს, ერთ სულ მოსახლეზე დონაციის პროპორციული მაჩვენებლებით.



ესე იგი, აქედან ვიგებთ, რომ სია შედგენილია შემოწირულობის ოდენობის შეფარდებით ქვეყნის მოსახლეობის რიცხვოვნობასთან და ამ კრიტერიუმით ბატონი ივანიშვილი აღმოჩნდა პირველ ადგილას. და ასეთი ცხრილი გააკეთა ტელეგრაფმა, დანარჩენ გამოცემებს კი სრული უფლება დაუტოვა დაესესხონ და გაავრცელონ. ყველა ცხრილი ოდესღაც ვიღაცის მიერაა პირველად შედგენილი, ეს რატომაა პრობლემა? პრობლემა არის სიცრუე და მანიპულაცია და სწორედ ამ მანიპულაციის ქრესტომათიული მაგალითია სოფიკო ვასაძის ნარკვევი კოდა-სთორიზე.სოფიკოსგან განსხვავებით უპირობოდ არც მე ვენდობი ტელეგრაფს. ჯერ კიდევ ქართული ასმილიონიანი დონაციის გაკეთებამდე დავინტერესდი შემომწირველებით და რამდენიმე სია მოვიძიე. დღეს კიდევ ერთხელ მოვძებნე სხვადასხვა სიები. საძიებო სისტემაში შემყავს საძიებო სისტემაში შემყავს [list of philanthropists who donate for covid 19] და პირველივე გვერდზე მშვენიერ ბმულს ვპოულობ. ნიუს კორპში შემავალი დოუ ჯონსის ყოველკვირეული გამოცემა, რომელსაც ბიზნესმენთა მსხვილი დონაციების ჩამონათვალი აქვს მოცემული. სია პერმანენტულად ახლდება. 29 აპრილს 44 ცნობილი პირია ჩამოთვლილი, 30 აპრილს კი კიდევ ორი დაემატა - ზარას მფლობელი ამანსიო ორტეგა და ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი. კოვიდ-19_თან დაკავშირებული შეწირულობების ამ დეტალური აღწერის გაცნობაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ივანიშვილის ქველმოქმედება მსოფლიოს ფონზეც ძალიან მსხვილია. სიაში მოცემული ფილანტროპისტები განსხვავდებიან თავისი სიმდიდრით, ბიზნესის მასშტაბით, ქვეყნების სიდიდით და დონაციის ოდენობით, ამიტომ მათი ჩამონათვალი დანომრილი რიგითობის გარეშეა მოცემული. ტელეგრაფმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სია შეწირულობისა და მოსახლეობის შეფარდების მიხედვით შეადგინა, მარტივად",- წერს გურამ ნიკოლაშვილი.



მისი თქმით, საინტერესო იქნებოდა სოფიკო ვასაძის სტატიის წაკითხვა თემაზეც, თუ რატომ დამკვიდრდა სიტყვა "ლობისტები" ქართულ ზეპირსიტყვიერებაში უკვე ნეგატიური კონოტაციით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა