logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი:  ბიძინა ივანიშვილი  ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო  მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ
17:02 01.05.2020
როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა - პირველი, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ,- საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ,,ბლოგს" აქვეყნებს, სადაც საუბრობს თუ როგორ არ მოეწონა ქართულ ოპოზიციურ მედიას ბრიტანული "ტელეგრაფის" სტატია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე.



ნიკოლაშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სოფიკო ვასაძის ,,კრიტიკულ" წერილს ეხმიანება, რომელიც ვასაძემ ბრიტანულ გამოცემა ,,ტელეგრაფში" ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას "ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია ჩOVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში" მიუძღვნა





საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დემონიზაცია პოლიტიკური ბრძოლის გზა გახდა - მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას - შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას - რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ.

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ოპერის გარემონტების ამბავსაც იხსენებს და ამბობს, რომ ადამიანს, რომელმაც 40 მილიონი დახარჯა ოპერის გარემონტებაში და ბრალს სდებენ, ბილეთები რატომ არ გაყიდაო, ეს ძალადობა საღ აზრზე ამ მედიას უფრო ამხელს, ვიდრე თავდასმხის ობიექტს.





,,რას ედავება საბოლოო ჯამში "მამხილებელი" სტატიის ავტორი "ტელეგრაფს"? რა ნახა ტყუილი? ხომ გადარიცხა 100 მილიონი? ხომ ებრძვის საქართველო წარმატებით კორონავირუსს? ხომ აღმოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური? გამონაკლისია საქართველო ამ ომში? ყველა ქვეყანაში, სადაც შედგა ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ხელისუფლების კოლაბორაცია, მძიმე შედეგები თავიდან აიცილეს. სადაც არა, იქ ვითარება გართულდა. ამაზეც ბევრი დაიწერა საერთაშორისო მედიაში. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ივანიშვილს, იქ ყოველთვის გვაქვს ორი მოცემულობა. პირველ მოცემულობაში ბიძინა ხარჯავს ქველმოქმედებაზე პროპაგანდისა და აფიშირების გარეშე, ხოლო მეორე მოცემულობაში ყველაფერი რასაც ბიძინა აკეთებს, ცუდია და მისი ოპონენტები არ იშურებენ ძალ-ღონეს, კეთება ნგრევად მონათლონ. სხვათა შორის, ეს ორი მოცემულობა სადღაც გადაჯაჭვულიცაა, აფიშირების გარეშე მოქმედება ოპონენტებს კრიტიკის მეტ საფუძველს უჩენს. მე ვერ ვიხსენებ და არც წამიკითხავს ივანიშვილის რაიმე მოქმედების ერთიანი კონსესუსური ვერსია, მისი ალბათ ყველა მოქმედება ოპონენტების მიერ ნეგატიურადაა შეფასებული. ბიძინას დემონიზაცია გახდა პოლიტიკური ბრძოლის გზა. მის პენსიას ეწოდა მოსყიდვა, ჯიღაურას და ბლექსის მრავალასმილიონიანი პროექტების სახელმწიფოზე ჩუქებას - შეტენვა, 12 ათასი სახლის გადახურვის პროგრამას - რაჭის ხე-ტყის გაჩეხვა და ასე შემდეგ. ბიძინასგან წმინდანს ვერ გამოვძერწავთ, მაგრამ როდესაც ადამიანს, ვინც 40 მილიონი დახარჯა ოპერის გარემონტებაში და ბრალს სდებენ, ბილეთები რატომ არ გაყიდაო, ეს ძალადობა საღ აზრზე ამ მედიას უფრო ამხელს, ვიდრე თავდასმხის ობიექტს",- წერს გურამ ნიკოლაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა