logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
 ქეთევან ციხელაშვილი: ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს
ქეთევან ციხელაშვილი: ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს
16:48 01.05.2020
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 150-მდე მოქალაქეა გადმოყვანილი, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან ან მკურნალობას გადიან და საქართველოს ხელისუფლება ყველა არხის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარული თუ სხვა საჭიროების პაკეტებით.



"ჩავედით სოფელ ტახტისძირში სწორედ იმ ადგილას, სადაც რუსეთის ფედერაციამ ახლახანს განახორციელა მორიგი უკანონო ბორდერიზაცია. იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ რეალურად, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ სოფელში ისევე როგორც ყველა სოფელში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სახელმწიფო განაგრძობს მათ გვერდში დგომას.



ძალიან გვადარდებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც დღითიდღე, უფრო მეტად, საუბედუროდ ემსგავსება აბსურდის თეატრს. უკვე არის გაფართოებული სამხედრო ბაზა. რთულია მდგომარეობა. ცხინვალს უწოდებენ მეორე სახელად სტალინირს, ე.წ. ლენინგორი უკვე გვაქვს ახალგორის სახელად, სადაც დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ახალგაზრდები იძულებულები არიან ატარონ პიონერთა ყელსახვევები და საბჭოთა დროის სიმღერები იმღერონ. ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს ჰუმანიტარული სხვადასხვა სახის დახმარებით და პაკეტებით.



გვესმის ყოველდღე სხვადასხვა სახის აბსურდული ბრალდება. ხორციელდება შეტევები მუდმივად ლუგარის ლაბორატორიაზე და იმდენად აბსურდული განცხადებებიც კეთდება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ხელოვნურად შეიტანოს ჩOVID-19 ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე კომენტარს უბრალოდ ვერ და არ გავაკეთებ იმ კატეგორიას განეკუთვნება ეს დეზინფორმაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა და აქტიურ რეჟიმში ვეხმარებით მოქალაქეებს, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს.



დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგალითად კარანტინში, 150-მდე პირი იმყოფება. იცით თქვენ, რომ სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის ასევე მოსახლეობა იღებს უფასო სამედიცინო დახმარებას და ეს აუცილებლად გაგრძელდება"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა