ირაკლი ბერაიას და გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ირაკლი ბერაიას და გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
17:45 30.04.2020
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიასა და საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და გაერო-ს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე პანდემიით გამოწვეული ვითარება, საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯები.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაერო-ს წარმომადგენელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების COVID 19 - ის საპასუხოდ გატარებულ ზომებს მაღალი შეფასება მიეცა.​


ბეჭდვა