logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე განახლდება
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე განახლდება
15:50 29.04.2020
„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, განვაახლებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ საარჩევნო კოდექსზე, ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და დამატებითი სხდომების დანიშვნაც რომ დაგვჭირდეს ამისთვის - მზად ვართ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ 19-სა და ამ კონტექსტში, პოლიტიკურ კალენდარზე საუბრისას განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ონლაინ-რეჟიმში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებსაც:

„ჩვენ ძალიან მკაფიო ამოცანა გვაქვს, რომ არჩევნები ჩავატაროთ კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში, და არა მხოლოდ ჩავატაროთ, არამედ, ის რეფორმებიც წინსწრებით განვახორციელოთ, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს გახდის უფრო კონკურენტულს, უფრო სამართლიანს. გვსურს, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეუთოს რეკომენდაციები, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაცემული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე ინფორმაციით, არის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის რეკომენდაცია, რომლთა პირდაპირი სახით გათვალისწინებაც, შესაძლოა ვერ მოხერხდეს, თუმცა ამაზე ყველა თანხმდება, - პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე დააკონკრეტა, რომ არსებითი რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიის დაფინანსებას, მედიას, არჩევნების დღეს, უბნების ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

„ოპოზიციაც ხედავს, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ მივდივართ მაქსიმალური კონსენსუსით. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები და როგორც პოლიტიკურ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს მიზანი, რომ მოვიპოვოთ უპირატესობა და გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების და ვენდობით ჩვენს საზოგადოებას - არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, რასაკვირველია, ეს უპირობოდ იქნება მისაღები, ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა!“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა