logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 2008 წელს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება იყო ზუსტად 0 ლარი
ირაკლი კობახიძე: 2008 წელს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება იყო ზუსტად 0 ლარი
21:20 28.04.2020
„2008 წელს, ომის შემდეგ, ასევე, მსოფლიო კრიზისის გამო შეიქმნა უამრავი პრობლემა, ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები საჭიროებდნენ სათანადო მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, აქ ზედმიწევნით ზუსტად არის მოყვანილი ის ციფრები, რა ციფრებშიც აისახა სახელმწიფოს დახმარება - ეს იყო ზუსტად 0 ლარი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, წინა ხელისუფლების 2008-2009 წლების ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ, ასევე, კომენტარი გააკეთა იმ განცხადებაზეც, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ შედარება ბევრი არაფრის მომტანია, მაგრამ კონტრასტისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ ის, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეებისადმი, ეკონომიკური სუბიექტებისადმი და როგორ შეიცვალა ეს დამოკიდებულება 2012 წლის შემდეგ. 2008 წელს, ომის შემდეგ, მათ შორის, მსოფლიო კრიზისის გამო შეიქმნა უამრავი პრობლემა, პრობლემები შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს და ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები საჭიროებდნენ სათანადო მხარდაჭერას და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, აქ ზედმიწევნით ზუსტად არის მოყვანილი ის ციფრები, რა ციფრებშიც აისახა სახელმწიფოს დახმარება - ეს იყო ზუსტად 0 ლარი და ამის შედეგები ძალიან კარგად გახსოვთ. უამრავი მშენებლობა იყო მაშინ გაჩერებული, უამრავი ობიექტი, სასტუმრო, ტურისტული ობიექტი იყო გაკოტრებული და გაჩერებული, იყო, ჰქონდათ სესხები გამოტანილი ბანკებიდან და წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ამ სესხების დაფარვას იმის გამო სწორედ, რომ სახელმწიფომ მათ ხელი არ გაუმართა. და ეს პრობლემა ჩვენ გამოგვყვა მერე წლების განმავლობაში, უწევდათ ადამიანებს საკუთარი სახლების დათმობა, ბანკები ყიდდნენ ადამიანების ქონებას და იყო უზარმაზარი პრობლემა და პრაქტიკულად, ისე გამოდიოდა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ამ პრობლემაში ხედავდა საკუთარ შესაძლებლობას - მათთვის მომგებიანი იყო მეტი გაჭირვებული, მეტი გაკოტრებული ეკონომიკური სუბიექტი. ეს იყო მათი დამოკიდებულება ადამიანების და ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს დამოკიდებულება არის რადიკალურად შეცვლილი, ღირებულებები არის რადიკალურად შეცვლილი, და ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად გავიხსენოთ ეს განსხვავება, რომელიც არის წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა