logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის სიხარული, რომ თითქოს ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ინფიცირებული ვიდრე სტატისტიკაშია ასახული, საფუძველს მოკლებულია
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის სიხარული, რომ თითქოს ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ინფიცირებული ვიდრე სტატისტიკაშია ასახული, საფუძველს მოკლებულია
21:33 25.04.2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციის იმ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში კოვიდვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამოქვეყნებული სტატისტიკაზე უფრო მეტია.

„საფუძველს არის მთლიანად მოკლებული ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან. ალბათ არც ღირს მათი განცხადებების კომენტირება, რადგან რეალურად საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ყველაფერს ნათლად ცხადყოფს ის რიცხვები, რომლებიც ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. მთავარია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან სრულ ტესტირებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, გერმანიშიც კი მხოლოდ მოსახლეობის 2% გატესტილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაძლევს სურათის აღთქმის საშუალებას, საქართველოს კი რაც შეეხება, ჩვენთან 300-ჯერ და 400-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია ხსენებულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ეს იძლევა საკმაოდ ნათელ სურათს და გვეუბნევა იმას, რომ ჩვენი ექიმების ძალისხმევა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა არის აბსოლიტურად შედეგიანი. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოთმინებით ასრულებენ ექიმების და ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით,ოპოზიციის სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ინფიცირებული, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული, საფუძველს მოკლებულია.

„ზოგადად ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოებაში თუ არის წარმოდგენილი ოპოზიციის ჯანსაღი სეგმენტი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს წყდება რაიმე ტიპის აგრესიული და პოლიტიკური თავდასხმები. სამწუხაროდ ამ კუთხით გამონაკლისია ქართული პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიცია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მეთვალყურეობა და დაკვირვება ჭირდება ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ აბსოლიტურად საფუძველს მოკლებულ კრიტიკას ექიმების და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიმართ, მათ შორის შეზღუდვების მიმართაც. გახსოვთ, რომ კამპანიაც კი დაიწყეს შეზღუდვების წინააღმდეგ, ამ დროს კი შეზღუდვებია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს. წმინდა წყლის პოლიტიკური მოროდიორობაა, როდესაც აბსოლიტურად უსაფუძვლო თავდასხმებით გამოირჩევი როგორც ექიმების, ასევე კონკრეტული ზომების და ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა