logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც არის ოპტიმალური და რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშეა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც არის ოპტიმალური და რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშეა
18:18 24.04.2020

"პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა ძალიან მასშტაბური და კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანია იმ ზიანის მაქსიმალურად შემცირება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა ეკონომიკამ მიიღო პანდემიიდან გამომდინარე", - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შეფასებისას.



"გეგმა არის დეტალურად გაწერილი, ასევე გაწერილია როგორ უნდა გამოვიდეთ არსებული ვითარებიდან. რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილს - ამ პაკეტის მთლიანი მოცულობა არის 3.5 მილიარდი ლარი, რაც დიდი მასშტაბის თანხაა და ამ თანხის მობილიზების საშუალება ჩვენ მოგვცა მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ძალიან კარგმა მუშაობამ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი და ქონდათ კოორდინაცია და კონსულტაციები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ამან ჩვენ მთლიანობაში 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზების საშუალება მოგვცა, სწორედ ამის შედეგად შესაძლებელი გახდა გაგვეწერა კომპლექსური გეგმა სოციალურ-ეკონომიკურ და პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თითოეული ის მიმართულება განმარტა, სადაც მობილიზებული თანხები დაიხარჯება. კერძოდ, კი 3.5 მილიარდი ლარიდან მილიარდზე მეტი მოხმარდება სოციალურ დახმარებას და უმუშევრობიდან წარმოშობილ პრობლემების მოგვარებას. 2 მილიარზე მეტი მიმართულია ეკონომიკის სტიმულირებისთვის და 350 მილიონი კი მოხმარდება უშუალოდ ჯანდაცვის ღონისძიებებს.



"თითოეული დეტალი ამ გეგმაში ძალიან კარგად იქნა გათვლილი და საბოლოო ჯამში ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტი, რომელიც არის ოპტიმალური და რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ეს გეგმა დეტალურად იყო გავლილი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ სუბიექტებთან, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ დახმარებას. მთლიანობაში ამ გეგმის მომზადება იყო რთული და ყოველდღიური სამუშაო პროცესის შედეგი და ამან მოგვცა ჩვენ ოპტიმალური გეგმის წარდგენის საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა