logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობიდან მალე გამოვიდეთ და ნორმალურ სოციალურ და ეკონომიკურ ფუნქციონირებას დავუბრუნდეთ
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობიდან მალე გამოვიდეთ და ნორმალურ სოციალურ და ეკონომიკურ ფუნქციონირებას დავუბრუნდეთ
17:39 24.04.2020
"მთავრობასა და პარლამენტს შორის მთელი ეს პერიოდი იყო კარგი თანამშრომლობა კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით, პარლამენტი აქტიურად იყო ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, საკანონმდებლო უზრუნველყოფაში, ასევე, ეკონომიკური და სოციალური დახმარების გეგმის შემუშავებაში",- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნების პარლამენტების მსგავსად, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდეა შემცირებული პლენარული და საკომიტეტო სხდომების რაოდენობა.



მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად იყო ჩართული როგორც საკოორდინაციო მუშაობაში, ასევე, ეკონომიკური და სოციალური დახმარების გეგმის შემუშავებაში.



"დეპუტატები, მაჟორიტარები ძალიან აქტიურად, დღემდე ჩართულნი რჩებიან ადამიანების, ჩვენი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური დახმარების ორგანიზების პროცესში. ჩავატარეთ ძალიან ბევრი ონლაინ შეხვედრა და ვიდეო კონფერენცია სხვადასხვა საკითხებზე. დავიწყეთ ქალთა და გენდერული შეფასების გაკეთება ეკონომიკური ზიანის კუთხით, ნ ასევე გვქონდა კოლეგებთან ძლიან აქტიური ონლაინ შეხვედრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რეგიონში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობლებთან. ჩავატარეთ ის აუცილებელი პლენარული სხდომები და კომიტეტები, რომლის გარეშეც გადაწყვეტილებების მიღება იყო გარდაუვალი.

პარლამენტი ძალიან აქტიურად აგრძელებს მუშაობას და მუშაობს იმისთვის., რომ საგანგებო მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ და დავუბრუნდეთ ნორმალურ სოციალურ და ეკონომიკურ ფუნქციონირებას",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა