logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: სახელისუფლო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ  საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ
გიორგი ვოლსკი: სახელისუფლო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ
19:21 16.04.2020
სახელისუფლო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეროვნების მიუხედავად დახმარება აღმოუჩინონ საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ამ რეჟიმიდან გამომდინარე დღეს გაცილებით უფრო რთული ვითარებაა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მას შემდეგ, რაც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცალკეულმა წევრებმა სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით განიხილეს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში არსებული ვითარება.



"გარკვეული რესურსები კიდევ არსებობს და ამ რესურსების განაწილებისთვის, გაზიარებისთვის ვართ მზად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მესიჯი მიაღწევს ჩვენს ნებისმიერ თანამოქალაქის ყურამდე და გაითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე, განიცდის არსებულ ვითარებას. ნუ აჰყვებიან იმ სულელურ, მავნებლურ პროპაგანდას, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ეწევა. ჩვენ მზად ვართ თანადგომისათვის. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით საზღვრების გადაკეტვა, ისეთი რეჟიმის შექმნა, რომ ვერ მივაწოდოთ დახმარება, არის არაადამიანური და არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომელსაც შეფიცეს ექიმებმა, აფხაზი იქნება ის, ოსი, ქართველი თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების. ამაზე შევთანხმდით და გარკვეული პრაქტიკული საკითხებიც განვიხილეთ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა