logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა  შესაძლებელი
დავით ზალკალიანი: უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი
15:55 07.04.2020
პრემიერ-მინისტრის ვიდეოკონფერენცია ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო; იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, საქართველო ებრძვის ჩOVID 19-ს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰელის ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციაზე ასევე, საუბარი იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებზეც.

"ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაცხადდა. საუბარი იყო ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ჩOVID 19-ს. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ჩOVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში. უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა, კოორდინირებული იყოს, რადგანაც პანდემიასთან გამკლავება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი. ბუნებრივია, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა ძირითად მიმართულებებს. საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მოგეხსნებათ, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი აქტორია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში. ეს კრიზისული სიტუაციაც უნდა იყოს გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა და საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა იმისთვის, რომ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისგან დახმარების სახით თუ სხვადასხვა პროგრამების მათთვის გაზიარების კუთხით. ამ თვალსაზრისითაც ვიდეოკონფერენცია ძალიან სასარგებლო იყო", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტის ჩატარების ზუსტი დრო უცნობია, საქართველო უკვე ემზადება, რომ სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.



"ვისაუბრეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე საქართველოში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენციაციის პრინციპის - "მეტი მეტისთვის" კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება. ამ სიტუაციაში ჭირს საუბარი, როდის გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტი. როგორც ცნობილია, სამიტი ივნისშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმ სიტუაციაზე, რაც უახლოეს პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით განვითარდება. მიუხედავად თარიღისა, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ერთად ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. მინდა გამოვთქვა იმედი და ეს იმედი ვიდეოკონფერენციის დროსაც იყო გამოხატული, რომ ივნისისთვის შესაძლოა ბევრად უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიყოთ, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად ევროკავშირის ფარგლებში, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა