logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე:  ნაციონალ პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ამგვარი ვერდიქტის მოსმენა, ამიტომაც არ იმჩნევენ გამოტანილ განაჩენს
გურამ ნიკოლაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნაციონალ პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ამგვარი ვერდიქტის მოსმენა, ამიტომაც არ იმჩნევენ გამოტანილ განაჩენს
17:50 03.04.2020
"2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებულ ვერდიქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2006 წელს ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლების შელახვა დაადგინა - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ ბლოგში.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ცხადია, რომ დღეს მოქმედ ნაციონალ პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ამგვარი ვერდიქტის მოსმენა. ამიტომაც ტოვებენ უყურადღებოდ და არ იმჩნევენ გამოტანილ განაჩენს.

"მათ მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნისას ახსოვთ დასავლეთი, მისი ის სტრუქტურები, რომლებიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს უნდა დაეხმარონ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ხოლო რაც შეეხება ფუნდამენტურ დასავლურ ღირებულებებს, მათთვის ის სრულიად უცხოა. ხელისუფლებაში ყოფნისთანავე მათში იღვიძებს ბოლშევიკ წინაპართა სისხლის ყივილი, რომელიც ადამიანზე სახელმწიფოს ტოტალიტარული წნეხის მოთხოვნილებითაა გაჟღენთილი"- წერს გურამ ნიკოლაშვილი .

"გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ "ევროპული კონვენციის მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ლეტალური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ არეულობის დროს პატიმრები მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდნენ, თუმცა იმ ხარისხის ძალის გამოყენება, რასაც ადგილი ჰქონდა, არ წარმოადგენდა აბსოლუტურ აუცილებლობას. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს გამოჩნდა სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების არასათანადო დაგეგმვაში, ფაქტში, რომ ლეტალური ძალის გამოყენება იყო არაშერჩევითი და გადამეტებული და ასევე, იმიტომ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო მხარდაჭერის გაწევა პოლიციის ოპერაციის შემდეგ".

როგორც გამოძიებითაა დადგენილი, "ე.წ. ციხის ბუნტს წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩანა ახალიას, მხრიდან პატიმრების – გ.ა.-ს და ზ.ვ.-ს – სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად"- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის ერთიანმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნისას მოახერხა და ვითომ ქურდული მენტალიტეტისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა იმგვარად წარმართა, რომ მართლაც ევროპაც კი გააოცა.

"ვითომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მათ აირჩიეს გზა და შვეს მონსტრები, რომლებმაც საბოლოოდ შეიწირეს მათი მმართველობა. მიზანი ამართლებს საშუალებას - შუასაუკუნეების ამ მაქსიმიდან ევროპა დიდი ხანია გამოვიდა, მაგრამ ვერ გამოვიდნენ შუა საუკუნეების ქართველი ნეობოლშევიკები. ჩვენი ისტორიის ჟანრის კანონის თანახმად, ისინი დამარცხებისთანავე უნდა განადგურებულიყვნენ პოლიტიკურ ველზე, თუმცა ბედის ირონიით, ისევ თანამედროვე დასავლურმა ჰუმანიზმმა უზრუნველყო მათი გადარჩენა.

არათუ პანდემიურ პროცესს ვერ გაუმკლავდა მაშინდელი ხელისუფლება, როგორადაც იგი ნათლავდა კრიმინალურ მენტალიტეტს, არამედ ისინი თავად გახდნენ მიმდინარე სეზონური გრიპის პანდემიად ქცევის წყარო. მათ არათუ დაიცვეს მოსახლეობა ძალადობისგან, თავად იქცნენ უდიდეს მოძალადეებად. საბედნიეროდ, პოლიტიკური კორონავირუსი ჩვენმა ქვეყანამ სამუდამოდ მოიხადა და ეხლა მხოლოდ ბიოლოგიურ ვირუსს ებრძვის.

დასასრულს კი, რაც შეეხება ისტორიის ამ ფურცლის ხელმოცარულ გმირს, ბაჩო ახალაიას (რომლის გმირად დაბრუნებასაც ფუჭად ელიან პოლიტიკურ ველზე), მისი დატოვებული პოლიტიკური კვალი ბიოგრაფიული ვიკიპედიის მოკლე გვერდის სქოლიოში დაეტია:
6. ↑ ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, სივილ ჯორჯია, 01.04.2006.
5. ↑ ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი, სივილ ჯორჯია, 03.04.2006.
4. ↑ ოპოზიცია გმობს ახალაის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, სივილ ჯორჯია, 28.08.2009.
3. ↑ სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა, Humanrights.ge, 08.06.2006.
2. ↑ სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, Humanrights.ge, 22.05.2006.
1. ↑ ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს, Humanrights.ge, 27.03.2006.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა