logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 გურამ ნიკოლაშვილი:  სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აჩვენა სტანდარტი, რომ ხელშეუვალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობა და კერძო საკუთრების უფლება
გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აჩვენა სტანდარტი, რომ ხელშეუვალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობა და კერძო საკუთრების უფლება
17:44 03.04.2020
"ისევე, როგორც გასული წლის ზაფხულში, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აჩვენა სტანდარტი, რომ ხელშეუვალია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ადამიანის ჯანმრთელობა და კერძო საკუთრების უფლება. " - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბლოგში.

მისი თქმით, დღევანდელი გაკვეთილით ევროპამ დაგვანახა, რომ ბოროტებასთან ბრძოლა ბოროტებით უშედეგოა, უსარგებლოა, მას მხოლოდ სისხლი, მსხვერპლი და უდანაშაულო ადამიანთა შეწირული სიცოცხლე მოჰყვება

"თანამედროვე ევროპის ჰუმანიზმი სწორედ ამ სტანდარტზე დგას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 21-ე საუკუნის საქართველოში კი, რომელსაც ხელისგულზე ედო სისხლიანი საბჭოთა წარსულის გამოცდილება, ტირანიისა და ტოტალიტარიზმის ნაკვალევი, ხელისუფლებაში მოსულმა რეფორმატორმა ნეობოლშევიკებმა ძერჟინსკისეული მგზნებარებით დაიწყეს "არასასურველ გადმონაშთებთან" ბრძოლა.

ყოველთვის, როდესაც ჩვენი უახლესი ისტორიის პერიპეტიებს ვეხებით, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ერთვება იმ თაობის და ასაკის ახალგაზრდობა, რომელთაც არ ახსოვთ თუნდაც 14 წლის წინ მომხდარი მოვლენები. ეს ახალგაზრდები კი უსმენენ და ექცევიან იმ პირთა იდეოლოგიური გავლენის ქვეშ, რომლებიც პირდაპირ არიან ისტორიის სისხლიანი ფურცლების დამწერნი და შემოქმედნი. დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ხომ 2003 წლის შემდეგ არც შეცვლილა და არსებული კოჰორტის თითოეული წევრი ცდილობს ისტორიის საკუთარი ვერსიის სიმართლედ გასაღებას.

იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სიცრუის ხაფანგში, მხოლოდ ორი ინსტრუმენტი გვაქვს. კარგად წავიკითხოთ ისტორია (საბედნიეროდ, იგივე ციხის ბუნტზე ინტერნეტში საკმარისი რაოდენობით იძებნება მასალები), და მეორე, მოვუსმინოთ რას ამბობს მიუკერძოებელი მსაჯული. რაკიღა ქვეყნის შიგნით ვერ ვთანხმდებით ამგვარის არსებობაზე, არც სასამართლოს ვენდობით და არც რომელიმე უფლებადაცვით ორგანიზაციას, იძულებული ვართ ველოდოთ ურმით მოსიარულე სამართლის აღსრულებას, რომლის შტაბბინაც ევროპის ცენტრშია - ქალაქ სტრასბურგში" - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა