logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შოთა ხაბარელი: ერთხელ ხომ დააბრუნა ავანტიურისტმა სააკაშვილმა რუსეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები, თავისი ავანტიურების გამო, სატვირთო თვითმფრინავებით
შოთა ხაბარელი: ერთხელ ხომ დააბრუნა ავანტიურისტმა სააკაშვილმა რუსეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები, თავისი ავანტიურების გამო, სატვირთო თვითმფრინავებით
19:41 30.03.2020
„სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მაროდიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნისა და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირუსის მართვისა და პრევენციის საუკეთესო მაგალითს იძლევა.
„სააკაშვილსა და ნაცებს დაახლოებით ვიცით, რაც უნდა ვუპასუხოთ:

სააკაშვილი და მისი ხროვა არიან მავნებელი სპეკულანტები, პოლიტიკური პარაზიტები და მაროდიორები, რომლებიც პოლიტიკურ სარგებელს მუდმივად ქვეყნისა და ხალხის დაზიანების ხარჯზე ეძებენ.

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირუსის მართვისა და პრევენციის საუკეთესო მაგალითს იძლევა.

ამ გააზრებული და ეფექტური პოლიტიკის ნაწილია თანამემამულეთა გეგმაზომიერი დაბრუნების დაგეგმარება აღსრულება და კონტროლი.

ჩვენ პირველი ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში, ვინც პანდემიის დროს მოქალაქეების სპეცრეისებით დაბრუნება დაიწყო სამშობლოში.

დღეის მდგომარეობით, უკვე 4000-ზე მეტი (ტრამპი რომ ამაყობს, იმაზე მეტი) მოქალაქე დავაბრუნეთ ისე, რომ არც მათ (დაბრუნებულებს) და არც ქვეყანას დამატებითი რისკები არ შეჰქმნია.

ჩვენი პოლიტიკა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხო და გეგმაზომიერი დაბრუნებაა და ასეც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით“ - აცხადებს ხაბარელი.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას აქვს რეპუტაცია და რენომე, რომელსაც მისი ბიოგრაფია ქმნის.

„რაც შეეხება ავანტიურისტებს, რომლებიც ამ თემით უსინდისოდ სპეკულირებენ, მათ ერთი სული აქვთ, რამენაირად უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ ადამიანებს, უმართავი გახდეს სიტუაცია, რომ ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვას პროცესს და პანდემიის გამო, საქართველოც ჩამოშლის ზღვარზე დადგეს ზოგიერთ სხვა ქვეყანასავით.

საშინელებაა, როცა ძალაუფლების მოსაპოვებლად მზად ხარ, საკუთარ ხალხისა და ქვეყანას ეს უსურვო და არათუ უბრალოდ უსურვო, არამედ იმოქმედო ამ შედეგის მისაღებად.

თუმცა, ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას აქვს რეპუტაცია და რენომე, რომელსაც მისი ბიოგრაფია ქმნის.

განსაცდელში ჩავარდნილ ხალხზე ზრუნვის კუთხით, ნაცების ბიოგრაფიის ნაწილია აგვისტოს ომში ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეული მთავარსარდალი და წითელ ხიდს მიმწყდარი მათი პოლიტიკური ელიტა, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორი და შიდა ქართლის სოფლები, ოკუპანტს შეტოვებული უმეთაუროდ დარჩენილი ჯარი და ჩვენი გმირების მიტოვებული ცხედრები;

ერთხელ ხომ უკვე დააბრუნა ავანტიურისტმა სააკაშვილმა რუსეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები თავის ავანტიურების გამო სატვირთო თვითმფრინავებით (გამოყრა).

ამიტომ ახლა მოეშვან მავნებლობას, საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაზიანების კიდევ ერთ სამარცხვინო მცდელობას და მართლა დარჩნენ (დაეტიონ) სახლებში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“, - წერს შოთა ხაბარელი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა