logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა დავბეჭდეთ
ქეთევან ციხელაშვილი: სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა დავბეჭდეთ
17:00 26.03.2020
"უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას." - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საინფორმაციო მასალა ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით სახალებულ მუნიციპალიტეტებში, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში.

"უკვე დავბეჭდეთ 140 ათასზე მეტი საინფორმაციო მასალა: პოსტერი, სტიკერი, ასევე სპეციალური საგაზეთო გამოშვებები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, იმისთვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწვდინოთ ჩვენს მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე კახეთში. დღეს სწორედ კახეთში 75 ათასზე მეტ ასეთ მასალას გადავცემთ იმ სოფლებს, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე სამცხე-ჯავახეთს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს პირველ რიგში მათთვის გასაგებ ენაზე რასთან გვაქვს საქმე, რა რეკომენდაციები არსებობს დღეს, რასაც ავრცელებს საქართველოს მთავრობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რას გულისმობს ქვემო ქართლის, კერძოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინე რეჟიმი. რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა პირველ რიგში მათი, მათი ოჯახების, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად და იმისთვის, რომ ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას.

ჩვენი სახელმწიფო ცდილობს ეფექტურად გაუმკლავდეს. ჩვენ განვაგრძობთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში გვერდით გვიდგანან ჩვენი პარტნიორები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, კერძოდ, გაეროს ასოციაციას, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე სხვა პარტნიორებს. ჩვენ ამ ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში რეკომენდაციების ფეხდაფეხ, აუცილებლად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, რასაც გასცემს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, ასევე რა თქმა უნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია"-განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა