logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ალექსანდრე მოწერელია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას უპასუხისმგებლოს, მავნებლურს და  ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობას უწოდებს
ალექსანდრე მოწერელია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას უპასუხისმგებლოს, მავნებლურს და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობას უწოდებს
16:47 26.03.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა. ალექსანდრე მოწერელიამ მომხდარს უპასუხისმგებლო და მავნებლური უწოდა.

,,მინდა გამოვეხმაურო, იმ განხორციელებულ უპასუხისმგებლო ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს ზუგდიდის ცენტრში. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული შეკრება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაარიგეს პირბადეები. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვცდილობთ შევასრულოთ მაქსიმალურად და აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს ასობით ადამიანი შეკრიბეს და დაიწყეს პირბადეების დარიგება. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება არ მოხდება და ეპიდემიის სახით არ იფეთქებს ჩვენს რეგიონში? - ეს არის მავნებლობა და მიზანმიმრთული ქმედება იმისათვის, რომე ჩვენ რეგიონში გავრცელდეს ეპიდემია და კიდევ უფრო უმართავამდე მიიყვანონ მთელი ეს მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში გუშინ გვქონდა დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის" - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მომხდარზე სამართალდამცველების მხრიდან იყო რეაგირება:

,,ჩვენ მოგვიწია სამართლდამცველების მოხსნა, სხვადასხვა ობიექტებიდან, რომლებიც ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, იმისათვის, რომ ეს უპასუხისმგებლო ქმედება შეგვეჩერებინა. ამ ყველაფერში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი, მე უპასუხისმგებლობის, მავნებლობის და შეგნებულად ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობის მეტს სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! ასეთ დროს მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით და პიარით ჩვენ კარგს ვერაფერს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს უნდა ესმოდეს ყველას" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა