logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
 უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ცნობილია
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ცნობილია
14:56 25.03.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია "აირზენა- საქართველოს ავიახაზები" საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით.



უკვე განხორციელდა ორი ფრენა:



23 მარტი - თბილისი- ბერლინი- ბათუმი

24 მარტი - ათენი -თბილისი -ათენი (განხორციელდა ეგეოსის ავიახაზების მიერ)



ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.



რაც შეეხება შემდეგ განრიგს, 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულ მიმართულებებზე, ის ასეთი გახლავთ:



26 მარტი - თბილისი-ვენა- თბილისი

31 მარტი - თბილისი -ამსტერდამი-თბილისი

3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი

7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი

10 აპრილი - ლარნაკა-თბილისი



მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.



რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს - 26 მარტს - ვენა და 31 მარტს - ამსტერდამი. როგორც უკვე ცნობილია, კომპანია აირზენას თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. შედეგად, ქ. ვენაში, ამ დრომდე იმყოფებიან გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილიც თავშესაფრით და პირველადი საჭოროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში.



ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილი რეისების გაუქმების შედეგად ათეულობით საქართველოს მოქალაქე დარჩა გარეთ და ამ შემთხვევაშიც საელჩოს დახამრებით მოხდა მათი დროებით დაბინავება და პირველადი უზრუნველყოფა.



აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. მეტი გამჭირვალობისა და სანდოობისთვის კომაპნია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.



რაც შეეხება შემდგომ ფრენებს ვარშავის (3 აპრილი), ათენის (7 აპრილი) და ლარნაკას (10 აპრილი) მიმართულებით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე.



აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.



ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია "აირზენას" ვებ-გვერდებზე.



საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული.



საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა