logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი:  მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია მშვიდია
ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია მშვიდია
14:34 25.03.2020
ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ვითარება არის დღეს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც სპეციალური საკარანტინო ზომები მოქმედებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.



მისი თქმით, მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი და საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული.



"48 საათია, რაც საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა მარნეულსა და ბოლნისში. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტურად იმუშავეს, როგორც სამართალდამცველებმა, ისე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და, ასევე, მოქალაქეები და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, სიტუაცია ორივე მუნიციპალიტეტში არის მშვიდი. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც დღეს მარნეულსა და ბოლნისშია და მინდა, მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ვინაიდან, ეს შეზღუდვები და ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისა და მთელ საქართველოს მოსახლეობისთვის,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.



მანვე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსული ინფექციის სტატისტიკაზე ისაუბრა.



"დღეს ქვეყანაში 73 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, აქედან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 258 იმყოფება სტაციონარში ზედამხედველობის ქვეშ და 4000-ზე მეტი ადამიანი არის საკარანტინო რეჟიმში,"- განაცხადა პრემიერის პრეს-სპიკერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა