logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები
მამუკა მდინარაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები
17:37 21.03.2020
„საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძმ ტ/კ „იმედის“ ტელეეთერში. მისი თქმით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროებას ხედავს, რადგან ის გარკვეული შეზრუდვები, რაც პრაქტიკულად ხორციელდებოდა ქვეყანაში, საჭიროებს მხარდაჭერას.

„ საჭიროებს მხარდაჭერას, რომ იმ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც მოსახელობის დიდი ნაწილი და შესაბამისი ორგანიზაციები ისედაც ასრულდებდა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძვლები და ამ გადაწყვეტილებების სწარაფი აღსრულება მოხდეს“,- განმარტა მამუკა მდინარაძმ. მისი თქმით, დეკრეტის შემთხვევაში მთავრობას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივი საფუძველი ექნება და ამსითვის საჭირო იყოს არა 1 კვირა, არამედ 1-2 საათი. „საგანგებო მდგომარეობის დროს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არის,რაც იყო ერთ-ერთი საფუძველი, რომ მივსულიყავით საგანგებო მდგომარეობის მიღების გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის სხდავადსხვა ფორმას კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. „ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს, და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქინება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტალური შეზღუდვები არ იქნება, თუ ამისი უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, მაგრამ ამ უკიდურესი აუცილებლობის დროსაც, (რომელზეც დღეს არ არის საუბარი), თუ მთავრობა მიიჩნევს ამის აუცილებლობას, თავისი დისკრეციის ფარგლებში, ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. როცა ამ დღეებში რეკომენდაციები მიეცა სხვადასხვა დაწსესებულებებს, სავაჭრო ობიექტებს, რომ დახურულიყვნენ, 99%-ის შემთხვევაში იყო ამაზე მზაობა, მაგრამ იყო იშვიათი გამონაკლისები, როცა არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე ჩვენ შეგვეძლება სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებით ასეთი ობიექტები დროებით დავხუროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძმ. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება დეკრეტშიი, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალოს. „ ამ გზით რისკებს მინიმუმამდე შევამცირებთ. შეკრებების შეზღუდვა მოგვცემს საშუალებას, რომ თუ მოლოდინი არის რაღაც რაოდენობის ადამიანების ინფიცირების, რადიკალურად შევამციროთ ინფიცირების ეს შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემას მივცეთ საშუალება, შედარებით თავისუფლად იმოქმედოს ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის აზრით, ჯარის გამოყენება და მსგავსი ღონისძიებების გატარება საჭირო არ იქნება. მისივე ინფორმაციით, საერთოდ დღის წესრიგშიც არ დამდგარა ჯარის გამოყენების საკითხი კონსულტაციებისა და საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების დროს. მისი შეფასებით, პოლიციაც და ყველა შესაბამისი უწყებაც თავის საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევენ.

„ ვხედავთ, რომ მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილიც მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ და რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რომ ეკონომიკა არ დადგეს რისკის ქვეშ და მისი აღდგენის პოტენციალი ძალიან არ დავასუსტოთ. მოქალაქეები, როცა რეკომენდაციებს იცავენ, მარტო ჯანმრთელობაზე კი არ ზრუნავენ, არამედ უფრთხილდებიან ეკონომიკურ პოტენციალსაც“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა