logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე: წიწილებს შემოდგომით ითვლიან
გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე: წიწილებს შემოდგომით ითვლიან
10:28 18.03.2020
არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ ადამიანებს, ვინ ჩაატარებს 2020 წლის არჩევნებს, რადგან აქ საუბარია გუნდზე; ჩემთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა თანამდებობებს და პოზიციებს. ჩემთვის ყოველთვის მნიშნელოვანი იყო პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც ყოველდღიურად რაღაცის გაკეთების საშუალებას აძლევს და უპირველესია ეფექტურობა.

„ამიტომ, სად ვიქნები, რა პოზიციაზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მთავარია, ფასეულობები და ღირებულებები ემთხვეოდეს საერთო ფასეულობებს და ღირებულებებს. მე ვხედავ ჩემს თავს, როგორც ცალკე აღებულ ადამიანს, რომელიც იმის მიუხედავად, რა პოზიციაზე იქნება, ჩვეულებრივი ადამიანური სურვილიდან გამომდინარე, ემსახურება ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, სახელმწიფო სამსახურში, თუ მის გარეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია პროცესი. ყოველთვის ვცდილობდი, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე იუმორით მეპასუხა და არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, თუმცა იუმორზე გადასვლაც შეგვიძლია და გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომით ითვლიან. ვნახოთ, რა იქნება. მე იმდენად მივეჩვიე ამ ყველაფერს, რომ უკვე მშვიდად და წყნარად ვრეაგირებ ამაზე, არ მაქვს არანაირი დისკომფორტი ამ კითხვაზე. მესმის, რომ ჟურნალისტებში ეს გარკვეულ ინტერესს იწვევს, მაგრამ სადაც საჭირო იქნება, იქ ვიქნებით“, - აღნიშნა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა