logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი
არჩილ თალაკვაძე: ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი
22:39 10.03.2020
„მე პირადად ვთვლი და მომავალშიც ასე ჩავთვლი, სანამ ვიქნები პოლიტიკაში, რომ ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. თუ სასამართლო მომავალში, ვინმესთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დააპატიმრებს თუ გაამართლებს, ამაზე არავითარი გავლენა პოლიტიკოსებს პარლამენტიდან თუ ოპოზიციიდან არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ცალსახა“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის მართალი. მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც გუშინ აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, დღეს ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაუშვან ესა თუ ის ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა შეთანხმების დოკუმენტში არსებული ჩანაწერი პრეზიდენტის შესახებ.

„პოლიტიკური მხარეები შევთანხმდით, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ, მივმართოთ, რომ მომავალში, მან გამოიყენოს თავისი ზეპარტიული, პოლიტიკური თანამდებობა და პლატფორმა, რათა პოლიტიკური მოლაპარაკებებს, მომავალ შეხვედრებს სხვა საკითხებზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას, უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტმა. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართონ პრეზიდენტს. ეს ოპოზიციონრები ერთი წლის განმავლობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჩვენ არ ვაღიარებთ, ის არ არის ჩვენი არჩეული პრეზიდენტი, ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ამის მერე თქვენ როგორ გჯერათ ადამიანების, რომლებიც გუშინ ერთს ამბობდნენ, დღეს მეორეს აკეთებენ, რომლებმაც ჩააგდეს პროპორციული არჩევნები, ბოიკოტი გამოუცხადეს და დღეს თავგამოდებული მხარდამჭერები არიან პროპორციული არჩევნების. ამ ხალხის, როგორ გჯერათ 100 პროცენტით? გადაამოწმეთ. ჩახედეთ დოკუმენტს. იქ ყველაფერი წერია, რაზეც შეთანხმება შედგა. სიტყვა პოლიტიკური პატიმარი ამ დოკუმენტში არ წერია. არც დაპატიმრება და არც გათავისუფლება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა