logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება
არჩილ თალაკვაძე: შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება
22:38 10.03.2020
„რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელმაც გუშინ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გამოწვევები მიიღოს და მას შეუძლია დემოკრატიული განვითრების ახალ ეტაპზე გადასვლა და ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ. აქ არავის ერთმანეთისთვის არც არაფერი უჩუქებია, არც დაუთმია. ნურაფერს მივიწერთ ჩვენს თავზე. ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის საზოგადოებას, ხალხს და ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რაიმე დათმეს, მე ვფიქრობ, დათმეს მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყო კონსულტაციებში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი.

„ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ჩართული იყო კონსულტაციებში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი ჩვენი პარტიის მხრიდან. მაგრამ, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან გუნდის მხრიდან გვქონდა სრული ნდობა და ავტორიზაცია და ის გადაწყვეტილება, რაც აისახა შეთანხმებაში და ხელმოწერილია ყველას მხრიდან, ეს მივიღეთ ჩვენ გუნდის სახელით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეთანხმება რომელიც ორივე მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად „შუა ხაზზე“ შედგა, ნიშნავს, რომ ყველა ძალამ გადადგა საამისოდ ნაბიჯი.

"რეალურად შეთანხმება და გადაწყვეტილება შედგა სადღაც შუა ხაზზე. ოპოზიცია ითხოვდა სრულად პროპორციულს. შემდგომ ითხოვდა 130/20-ზე განაწილებას. ხელისუფლება ამბობდა 100/50-ზე განაწილებას და შემდეგ შეთანხმება იყო მიღწეული 120/30-ზე. ეს განაწილება არ არის ის, რასაც ითხოვდა ოპოზიცია და არ არის ის, რასაც თავაზობდა ხელისუფლება. მოხდა შეთანხმება და რადგან ეს შეთანხმება შუა ხაზზე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველამ გადავდგით ნაბიჯი და ჩამოვართვით ხელი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა