logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ქუჩის ოპოზიციას აღარ აქვს საბაბი, რომ მუდმივად დესტრუქციული იყოს და ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს
დიმიტრი ხუნდაძე: ქუჩის ოპოზიციას აღარ აქვს საბაბი, რომ მუდმივად დესტრუქციული იყოს და ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს
20:59 09.03.2020
„მთავარი არის ის, რომ დღეს შეთანხმება შედგა. მაჟორიტარების შემცირებული რაოდენობის მიუხედავად, ამომრჩეველს ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და ასევე, ქუჩის დესტრუქციულ ოპოზიციას აღარ აქვს საბაბი და წახალისებაა იმისა, რომ მუდმივად დესტრუქციული იყოს, რათა მისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ ,,იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება და სწორედ ამიტომ იყო რომ ქვეყანას, საზოგადოებას არ აძლევდნენ დამშვიდების საშუალებას.

„ხმაური და მცირედი რყევები რაც ჩვენ, მაჟორიტარებმა გამოვიწვიეთ ღირდა ამად. ჩვენი მთავარი სამიზნე იყო ქვეყნის სტაბილური განვითარება და ამომრჩევლის ინტერესი. ჩვენი მიზანი ძირთადად არის მიღწეული. მაჟორიტარობა ნიშნავს იმას, რომ დეპუტატმა შეძლოს მოიცვას გეოგრაფიაც და ამომრჩეველთა ინტერესებიც, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამომრჩევლისთვის მაჟორიტარი, მაჟორიტარისთვის კი - მისი საპასუხისმგებლო ოლქი. ეს დასაბალანსებელი იქნება. მაჟორიტარების რაოდენობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მაჟორიტარმა, რომელსაც ჰქონდა 1 საარჩევნო ოლქი, უნდა აიღოს 4-ის ვალდებულება. მისი პასუხისმგებლობა და სამუშაო არეალიც იზრდება, მაგრამ მაჟორიტარები მზად არიან, რომ დაიტვირთონ. მთავარია ქვეყნის ინტერესები და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ჩვენ მოგვიწევს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამ პოლიტიკურ სპექტრს, ამ ,,ბუკეტს", თვითონ ეუხერხულება, რომ ერთად სხედან. ხშირად ამ საერთო მაგიდის დროებითი ერთობის წარმომადგენლები ამას „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ. ეს კარგია, რომ ისინი უხერხულობას მაინც გრძნობენ. სტაბილურობის მხრივ ამ პოლიტიკური სპექტრისთვის პროპორციული სისტემის მინდობა არ შეიძლებოდა. ჩვენ ამბოხებულებს ნუ გვეძახიან, მე ჩემ თანამოაზრეებს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის დეპუტატებს დავარქმევდი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა