logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
The telegraph: ევროკავშირიდან გამოსვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში
The telegraph: ევროკავშირიდან გამოსვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში
18:18 06.03.2020
„თბილისსა და სხვა დედაქალაქებს სჭირდებათ გაერთიანებული სამეფოს აქტიური მხარდაჭერა“ - ნათქვამია „The telegraph“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „გლობალურმა გაერთიანებულმა სამეფომ მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფლების მოყვარულ მეგობრებს, რომლებიც რუსეთის ესაზღვრებიან“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირიდან გამოსვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში.

„მსოფლიო ევროკავშირის საზღვრებს გარეთ არ არის იდეალური, მაგრამ „გლობალური ბრიტანეთი“ უნდა ჩაერთოს ამ მსოფლიოში, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ეს კი ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი მთავრობების მტკიცედ აღიარებას და შემდეგ მათი მხარდაჭერის პირობის დადებას. საქართველო წარმოადგენს ნათელ პასუხს სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ნატქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთისა და ინდონეზიის შესახებ.

„ეს ორი ახალგაზრდა და აქტიური დემოკრატია (ტერიტორიულად ბევრად დიდი საქართველოსთან შედარებით) წამყვან მოთამაშეებად მოგვევლინება, რის გამოც მათთან ურთიერთობებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრების, გავლენიანი ოფიციალური პირების და ბიზნესმენების მხრიდან. ამ საკვანძო გლობალურ რეგიონებში სწორი სტრატეგიების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი ბაზრების მხარდაჭერას. გლობალური ბრიტანეთი ნიშნავს არა მხოლოდ ჩართულობას და ჩვენთვის სასურველი მსოფლიოს აღმშენებლობას, არამედ იმის გაცნობიერებასაც, რომ ცვლილებები მსოფლიოში ჩვენზეა დამოკიდებული და, ამ მხრივ, ჩვენი შეყოვნება გაუმართლებელია. თბილისსა და სხვა დედაქალაქებს სჭირდებათ ხანგრძლივი ღრმა ძილიდან გამოსული გაერთიანებული სამეფოს აქტიური მხარდაჭერა“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ: „ერთ დროს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია იყო ქვეყნის სათავეში, იყო ევროკავშირის გაფართოების და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ჩართულობის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. ამ პოზიციას გონივრული მიზეზები ჰქონდა: ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერა ავტორიტარიზმისგან დისტანცირების გზაზე; თავისუფალი ბაზრების გავრცელება; საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენა; რუსული აგრესიის მოთოკვა; დასავლური/ნატოს ორბიტაზე მოქცევისკენ ქვეყნების წახალისება, ნაცვლად რუსეთსა თუ ჩინეთზე სწორების აღებისა. ეს პრინციპები დღესაც გონივრულია და ევროკავშირიდან გამოსვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა