logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ფაშინიანთან შეხვედრაზე დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას
გიორგი გახარია: ფაშინიანთან შეხვედრაზე დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას
13:26 03.03.2020
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს - უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ მხარეებმა უნდა განაგრძონ ეფექტური თანამშრომლობა.

„დიდ მადლობას გიხდით, ერევანში ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე დღეს უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ უფრო ეფექტური, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ მეტად განვითარებული როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის, ისე განათლების და კულტურის სფეროებში განვითარებისთვის. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ქვეყანა ურყევ გზას ადგას. შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის, საგარეო ორიენტაციის მიუხედავად, შეუძლებელია, იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიზაციის ხარისხი ხელს უწყობს თანამშრომლობას ყველა სფეროში - ეკონომიკაში, ტრანზიტში, კულტურაში, განათლებაში და ა.შ." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბრისას პოზიტიურად შეფასდა სომხეთის აქტიური თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვთვლით, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ქვეყნებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმ ვიზიტისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა ერევანში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. დარწმუნებული ვარ, ამ ორ დღეს ჩვენ გამოვიყენებთ ეფექტურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა