logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯასტინ მაქქენზი სმიტი: ძალიან შთამბეჭდავია პრემიერისა და მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით
ჯასტინ მაქქენზი სმიტი: ძალიან შთამბეჭდავია პრემიერისა და მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით
14:30 28.02.2020
ბოლო წლების განმავლობაში, საჯარო მომსახურების რეფორმის კუთხით, საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქქენზი სმიტმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციის მონაწილეებს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრიტანეთის მთავრობის მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარებაში.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების კატალიზატორს. ნება მომეცით, მოვიყვანო ციტატა დონორების წინაშე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოთქმული სიტყვიდან. მან ხაზი გაუსვა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის, ღია მმართველობის, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი, ანუ პროფესიული და არაპარტიული საჯარო სექტორის აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია, ემსახუროს ქართველ ხალხს გარე ფაქტორების მიუხედავად. ჩემდა საბედნიეროდ, თითქმის 3 წლის წინ, 2017 წელს, მე ვმონაწილეობდი ამ პარტნიორობის შექმნის პროცესში და ამ 3 წელიწადში განხორციელდა ბევრი რეფორმა და ცვლილება. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგალითად, მიღებულია უამრავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში. აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაციის უდიდესი წვლილი ამ საქმეში, ასევე ახლახან დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტების შეფასების და მონიტორინგის წესები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი სტრატეგიების შემუშავებაში მთავრობის ერთიანი მიდგომის შექმნისკენ მიმავალ გზაზე,“- განაცხადა ჯასტინ მაქქენზი სმიტმა სიტყვით გამოსვლისას.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს გვერდით დგას.

„საქართველოში ინტენსიური წინასაარჩევნო პერიოდია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ურყევმა გადაწყვეტილებამ - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, ასევე, ღიაობამ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით. ამ რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ასევე აღვნიშნავ საჯარო მოხელეების ღვაწლს. თქვენ უნდა ამაყობდეთ უკვე მიღწეულით. თქვენ ხართ ამ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ ბევრი ადამიანის და ქვეყნის შთაგონების წყარო. ეს გზა გრძელდება და ამ გზაზე შეგიძლიათ თქვენს გვერდით იგულოთ ბრიტანეთის მთავრობა,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #629 დადგენილებით მიღებული სიახლეების გაცნობა - პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა