logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლუიზა ვინტონი: მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე
ლუიზა ვინტონი: მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე
14:27 28.02.2020
„UNDP-ისთვის დიდი პატივია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობა, არა მხოლოდ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რადგან ყოველივე ეს საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ ოქროს ვარსკვლავს დემოკრატიული რეფორმების გზაზე, - ამის შესახებ UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.

მისივე შეფასებით, სტრატეგიული დოკუმენტების, მონიტორინგის და კოორდინირების ახალი მიდგომის სპეციფიკა უნიკალური მიღწევაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა. ეს საკვანძო ელემენტი მორგებულია კომპლექსურობაზე,“- აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგია ვერ ამუშავდება, თუკი მათ შექმნასა და განხორციელებაში არ მონაწილეობენ მოქალაქეები, ადამიანები, რომელთათვისაც უშუალოდ ეს სტრატეგიებია განკუთვნილი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საზოგადოების მონაწილეობა ხსენებული პროცესის სავალდებულო კომპონენტია. ამისთვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, ვაქციოთ მთლიანად ეს პროცესი ეფექტიან ელექტრონულ სისტემად. ხშირად, ცნება „ელექტრონული“ მირაჟად გვეჩვენება - იგი ძალიან ლამაზია, მაგრამ სადღაც შორს მდებარეობს, მიუწვდომელია და რთულია ხალხის ჩართვა მის მუშაობაში. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მუშაობა წარმოადგენს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ურყევ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #629 დადგენილებით მიღებული სიახლეების გაცნობა - პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა