დერეკ მიტჩელი: საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა
დერეკ მიტჩელი: საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა
20:37 26.02.2020
"ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს
რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა,” -
განაცხადა “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) პრეზიდენტმა დერეკ
მიტჩელმა ქვეყანაში ვიზიტის დასრულებისას, - “როგორც ამ მნიშვნელოვან წელს
ისე მომავალშიც, NDI გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას.”
დერეკ მიტჩელი საქართველოს 24-26 თებერვალს სტუმრობდა. ეს საქართველოში
მისი პირველი ვიზიტი იყო. ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და NDI-ის
პროგრამებზე სასაუბროდ ის თბილისსა და მარნეულს ესტუმრა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიტჩელი შეხვდა: პრემიერ-მინისტრს,
პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მმართველი
პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებს, ასევე
სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მერებსა და საკრებულოს წევრებს,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ქალ პოლიტიკოსებს,
ახალგაზრდა ლიდერებსა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს.

NDI დიდ მადლობას უხდის მათ დათმობილი დროისათვის და მოსაზრებების
გაზიარებისთვის.

შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და საქართველოში NDI-ის
საქმიანობა იყო.
ბეჭდვა