logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდება
17:51 26.02.2020
ევროპის საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო ევროპის საბაჟოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრის ქ. სტრასბურგში ჩატარების შესახებ.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარებდა აქტიური კონსულტაციები როგორც ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, ასევე პარტნიორებთან იმისათვის, რომ მინისტერიალი საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარებული მაღალი სტანდარტებით - ევროპის საბჭოს წესდების დაცვითა და საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად და საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას უზრუნველყო ღონისძიებაში ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის შეუფერხებლად მონაწილეობა, რაც რისკებთან იყო დაკავშირებუი.

“2019 წლის ნოემბრიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთედ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების და მისი მოდალობების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ, ეოგორც თავმჯდომარეს წესდება გვავალდებულებს, რომ ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ამავე დროს, მოგეხსენებათ რომ ამ პროცესში არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი ეროვნული კანონმდებლობაც, მოგეხსენებათ, თუ რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის საკითხი, მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ჩვენ ვიმოქმედეთ სრულ თანხვედრაში ორგანიზაციის წესდებასთან, ჩვენი კანონმდებლობის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ვიტარების ესკალაცია და ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. “ - განაცხადა მინიტრმა. მისი თქმით ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შესაბამისად მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული იქნა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს ამ უნიკალური შესაძლებლობის გამოყენების საშუალება არ მიეცა, მიუხედავად ამისა, საქართველო წარმატებით ასრულებს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მანდატს „ მე ძალიან გული მწყდება, ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა იმისთვის, რომ ჩვენ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს და თავმჯდომარეს, რომლის თავმჯდომარეობაც მართლაც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთივე წარმატებით დასრულდებოდა თბილისში, გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა. მაგრამ ეს არის მოცემულობა"- განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა