logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული გარემო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა
დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული გარემო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა
22:20 25.02.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან, ავტრიის მუდმივ წარმომადგენელთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ურთულესი გარემოს განხილვას, აღინიშნა შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა საბჭოს რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას. მინისტრმა საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ, უარყოფითი შეფასება მიეცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ქმედებებს, რომლითაც უხეშად ირღვევა ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა საბჭოსთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა