logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
21:35 24.02.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში შედგა.

სადარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე რაც ართულებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას, მათ შორის ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, კერძოდ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, გადასასვლელები პუნქტების დახურვის, ადამიანების გატაცების ფაქტებსა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული თემების და ზოგადად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას.

აღინიშნა გაეროს განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი მიმდინარეობის პროცესში. საუბარი შეეხო მათ შორის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს და აღინიშნა ამ რაუნდზე კონფლიქტის რეგიონსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობის აუცილებლობა.

შეხვედრაზე ასევე დადებითი შეფასება მიეცა გაეროს ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური რეზოლუციების არსებობის პრაქტიკას და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის ფარგლებში ეფექტიანი როლი ითამაშოს ცალკეული საკითხების მოგვარებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა