logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი: ნაცმოძრაობის ტელევიზია უკადრებელს კადრულობს
დავით მათიკაშვილი: ნაცმოძრაობის ტელევიზია უკადრებელს კადრულობს
19:50 24.02.2020
ჩემზე და ჩემს ოჯახზე მომზადებული ბოლო სიუჟეტიდან ტყუილების საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც კმარა - საადვოკატო ფირმას, რომელზეც ავტორი საუბრობდა, ათი წელია საერთოდ არ უფუნქციონირია და შესაბამისად ბრუნვაც არ უფიქსირდება, არც ერთი თეთრი,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და "მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია უკადრებელს კადრულობს.

,,ფეიკ ნიუსი’’ - ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა ჩვენთან ის განსაკუთრებულად ბინძური კამპანიის და ტყუილების სახით გვხვდება, - უფრო პოლიტიკური მიზნის არსებობის შემთხვევაში. პირველ რიგში ღრმა პატივისცემა ყველა ჟურნალისტს, მათ შორის უკიდურესად ტენდენციურსაც კი. თუმცა ტენდენციურობისგან ტყუილების თქმა რადიკალურად განსხვავდება. ნაცმოძრაობის ტელევიზია უკადრებელს კადრულობს...ჩემზე და ჩემს ოჯახზე მომზადებული ბოლო სიუჟეტიდან ტყუილების საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც კმარა, რომელზეც სიუჟეტის დიდი ნაწილი იყო აწყობილი - საადვოკატო ფირმას, რომელზეც ავტორი საუბრობდა, ათი წელია საერთოდ არ უფუნქციონირია და შესაბამისად ბრუნვაც არ უფიქსირდება, არც ერთი თეთრი! კომპანია დღეს სხვისი საკუთრებაა, თუმცა ვიმეორებ, ათი წელია კომპანია არ ფუნქციონირებს. მოკლედ რომ ვთქვა, მათ მიერ მომზადებული სიუჟეტის ყველა პუნქტი, რომელიც მაყურებელს უქმნიდა რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შთაბეჭდილებას, არის ტყუილი ან დამახინჯებული ფაქტი. ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ ნაწილი, არამედ აბსოლუტურად ყველა პუნქტი. თან შეგნებულად და არა შეცდომით, რადგან ყველა იმ დოკუმენტზე, მათ შორის ჩემს დეკლარაციაზე, აქვთ წვდომა, საიდანაც შეიძლება ყველაფერი ამომწურავად გაიგო! სხვა დეტალებზე აღარ დაგღლით. გასაგებია, რომ ყველამ იცის ამ ტელევიზიის სტილი - ტყუილი, ცილისწამება, ,,გაშავება’’ - ეს არა მხოლოდ ადამიანის რეპუტაციის შელახვისკენ, არამედ ოჯახის, შვილების ფსიქიკაზე ზემოქმედებისკენ არის მიმართულია. ამას ჟურნალისტიკა არ ქვია, ეს ბოროტებაა, რომელიც ამ ქვეყანაში არ გავა და სიმართლე ამ ჯერზეც და რა თქმა უნდა, ყოველთვის გაიმარჯვებს“,- წერს დავით მათიკაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა