logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს და კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს და კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
19:47 24.02.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ანდერს კნაპეს და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მართველობის კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

კახა კუჭავამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიმდინარე საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი საკითხები გააცნო. „სტუმრები დაინტერესდნენ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებით, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული და შეთანხმებულია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე გავაცანი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და სხვა მიმდინარე საკითხები“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების საკითხითაც დაინტერესდნენ, „დეტალურად ვისაუბრეთ საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტის გამოცდილებაზე და იმ პროგრესზე, რასაც, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მიაღწია. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე ესწრებოდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის, ანდერს კნაპეს საქართველოში ვიზიტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა