logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბექა დავითულიანი: დაუბრუნონ ბიუჯეტს მოპარული 50 მილიონი, გათავისუფლდნენ მორალური ტვირთისგან
ბექა დავითულიანი: დაუბრუნონ ბიუჯეტს მოპარული 50 მილიონი, გათავისუფლდნენ მორალური ტვირთისგან
21:45 18.02.2020
50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, მათ შორის არც ოპონენტები და ამიტომ დააბრუნეთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაზე და მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამქრალია, ამაზე არც ოპონენტები დავობენ.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა – თბილისის ბიუჯეტს კიდევ 219 მილიონით ვზრდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფონზე მინდა, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კერძოდ, იმ სასჯელს, რომელიც ქალაქის ყოფილმა მერმა მიიღო სასამართლოს მხრიდან 50 მილიონის გაფლანგვის ბრალდებით. 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, მათ შორის არც ოპონენტები და ამიტომ დააბრუნეთ. ნამდვილად არ მიხარია არავის დაჭერა და მირჩევნია, პოლიტიკურ დღის წესრიგში არა კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი დანაშაული, არამედ ამ ქალაქის და ქვეყნის მომავალი იყოს განსახილველი თემა. თუმცა ფაქტები ფაქტებად რჩება. არ შევალ მე სამართლებრივ განსჯაში, ჩემი არც მიზანია და არც კომპეტენცია სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასება. მე მხოლოდ იმ 50 მილიონის საკითხი მაინტერესებს, რომელიც გაქრა და უკანონოდ განიკარგა. ამას აღიარებენ თავად ის მაშინდელი მაღალჩინოსნები, რომლებიც ყველამ ვნახეთ ვიდეო მტკიცებულების სახით, ათობით ათასი ლარი რომ გამოჰქონდათ ბანკომატებიდან და ამას აღიარებს „თბილსერვისში“ ფიქტიურად დასაქმებული ის 719 პირი, რომელიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი იყო და პარტიული აქტივობისთვის ხელფასის სახით იღებდა ამ თანხებს თბილისის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადასტურებული ფაქტია, რომ 50 მილიონი უკანონოდ განიკარგა-გაიფლანგა,“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან, რადგან მათთან შეკითხვები აქვს და აინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი ამ გამქრალ 50 მილიონზე.

„საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ 50 მილიონზე. დასაბრუნებელი არ აქვთ? 50 მილიონად შეგვეძლო 150 ავტობუსის ყიდვა ქალაქისთვის; 10 000 ბაღის თანამშრომლისთვის მინიმუმ 400 ლარით შეგვეძლო ხელფასის გაზრდა; საშუალოდ 1000 უსახლკარო ოჯახს დავაკმაყოფილებდით საცხოვრებლით; მინიმუმ 500 სკვერს გავაკეთებდით, ასევე 500 მოედანს. აღარ მივყვები და აღარ ჩამოვთვლი რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლებოდა 50 მილიონად, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ამ კარგ საქმეებს ჯობდა საკუთარი პარტაქტივისთვის დაერიგებინათ წინასაარჩევნოდ ეს თანხები,“- დასძინა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპონენტები 50 მილიონის გაქრობაზე არაფერს ამბობენ და ყოფილი მერის დაკავების პოლიტიკურ კონტექსტებზე ამახვილებენ ყურადღებას. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან და მათ აუცილებლად მიმართავს კითხვით, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარზე.

„დააბრუნებინონ თავის პარტიებს ეს თანხები, გაყიდონ ოფისები, რაც აქვთ პარტიული ქონება და დააბრუნონ. მორალურად წელში გამართული გვესაუბრონ მერე თავისი პრეტენზიებით. მოპარული 50 მილიონით დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლები რატომ უნდა გვესაუბრებოდნენ პრეტენზიით და შენიშვნებით- გაუგებარია. ამიტომ გათავისუფლდნენ ამორალური ტვირთისგან, დაუბრუნონ თბილისის ბიუჯეტს 50 მილიონი “, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ ამ თანხების დაბრუნებაზე სერიოზულად იფიქრონ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა