არჩილ თალაკვაძე: არცერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას, რომელსაც აქვს მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია, პოლიტიკაში დარჩენის ან ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდა
არჩილ თალაკვაძე: არცერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას, რომელსაც აქვს მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია, პოლიტიკაში დარჩენის ან ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდა
21:24 12.02.2020
„არცერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას და პოლიტიკოსებს რომელსაც უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და აქვთ მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია - პოლიტიკაში დარჩენის ან მითუმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის მცდელობა არის საქართველოში.

„ამის მცდელობა არის საქართველოში იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ძალადობს საზოგადოებაზე“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.​


ბეჭდვა