logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
კლარა დობრევი: ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ - ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია
კლარა დობრევი: ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ - ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია
15:23 12.02.2020
„ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ და ზოგადად, ევროპარლამენტი, პასუხისმგებელია მეზობელ ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში, მშვიდობისა და დემოკრატიის ხარისხის შენარჩუნებაზე. მსოფლიოში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური ძვრების ფონზე, როგორც ეს ამჟამად მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხდება - მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან საუბრის, დიალოგის პასუხისმგებლობა უნდა ამოძრავებდეთ. დიალოგის გარეშე ნებისმიერი სიტუაცია ბოლოს მაინც ჩიხში შესვლით მთავრდება და ამის უამრავი მაგალითი აქვს შემონახული ისტორიას. ორმხრივი კომუნიკაციის გარეშე ქორწინება ინგრევა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფოზე. ამრიგად, ყველას მოვუწოდებ აქტიური კომუნიკაციისკენ. ასეთია ევროპარლამენტის პოზიცია“, - აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა.

კლარა დობრევს დღეს, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ, რომლებიც სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომის გახსნამდე, ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

„იმის გარკვევა კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი, არამედ, იმის, თუ ვინ არის მომავალზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია ამა თუ იმ მხარის ხედვა პრობლემების, კონფლიქტების გადასაჭრელად. ევროპარლამენტს შეუძლია შეასრულოს შუამავლის როლი, იყოს შეხვედრების ინიციატორი. მერწმუნეთ, უამრავი ქვეყანაა, სადაც კონფლიქტები გაცილებით მწვავე ფაზაშია შესული, ვიდრე ეს საქართველოშია. თუმცა, რაღაცნაირად, ისინი მაინც ახერხებენ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. ამიტომაც, მოვუწოდებ ევროპარლამენტს, გახდეს შეხვედრებისა და ზოგადად, დიალოგის ფასილიტატორი და ხელი შეუწყოს მხარეთა შორის კომპრომისის მოძიებას. ხოლო, თუკი მაინც დარჩება ბუნდოვანი და გაურკვეველი რაიმე საკითხი - ერთად მივმართოთ ყველა ღონეს, გავხსნათ ყველა საქმე და ხელი შევუწყოთ დიალოგის უწყვეტ მსვლელობას“, - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა