logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ახალი ინიციატივა იმ სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლებამ დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ განახორციელა
ზაზა გაბუნია: ახალი ინიციატივა იმ სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლებამ დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ განახორციელა
22:27 10.02.2020
„ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივა ლოგიკური გაგრძელებაა იმ სამუშაოსი, რომელიც ხელისუფლებამ, კონკრეტულად დედაქალაქის მერმა და მერიამ დედაქალაქში ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მწყობრი სამშენებლო პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის განახორციელა“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს დედაქალაქში და არა მხოლოდ მასში, დაუმთავრებელი საცხოვრებელი შენობების დასრულებას.

მისივე თქმით, ეს არის პასუხი და გაგრძელება, ამჯერად საკანონმდელო დონეზე, იმ რეფორმების, რომელსაც დედაქალაქის მერია ძალიან წარმატებულად ახორციელებს ბოლო წლებში და ამ წარმატების ინდიკატორია, მათ შორის, ის სირთულე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დედაქალაქში სამშენებლო ნებართვების, სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებით.

„აბსოლუტური არათანმიმდევრულობა, გაუაზრებლობა, დაუსაბუთებლობა და ნებისმიერი სხვა სინონიმი შეიძლება გაგვახსენდეს, როდესაც ვლაპარაკობთ წარსულის თბილისზე და იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ამ პოტენციალის ვიწრო პოლიტიკური კლანის მიერ კონკრეტული ამოცანების სრულყოფისათვის გამოყენება. და მივიღეთ ის იერსახე, რაც მივიღეთ. წინა ხელისუფლების თბილისის მერიის მენეჯმენტის სახეები ჩანს იმ დაუსრულებელ შენობებში, იმ ადამიანების სახეები ჩანს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ხელი უნდა მოეთბოთ ამ რესურსით და შესაძლებლობით. სამწუხაროდ, ჩვენ შედეგის სახით მივიღეთ ის, რომ დედაქალაქი დამახინჯებულია ამ მშენებლობების შედეგად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კახი კალაძის და თბილისის მერიის ახალი მენეჯმენტის პირობებში ხერხდება ახალი პოლიტიკის შეუქცევადად განხორციელება. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა და დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება.

„პარლამენტმა გადაწყვიტა ამ პოლიტიკას განსაკუთრებული ძალა მისცეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ კანონში“ ცვლილებებით. ეს ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, სადაც 179 დაუმთავრებელი ობიექტია. ნებისმიერი მასშტაბის და სიდიდის ქალაქისთვის ეს არის დიდი ციფრი, რომლის უკან დგას ათასობით დაზარალებული მოქალაქე და სწორედ, დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოცანა, რომელზეც ჩვენ თბილსის მერიასთან ერთად ვიმუშავეთ და ასევე, იმ დამახინჯებული იერსახის აღმოფხვრა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძალიან მძიმე მემკვიდრეობის სახით გვხდება ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა